გიორგი ტყემალაძე - შეიძლება გარკვეულ ადგილებზე შეფერხებები იყოს, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია, არ იქნება მართებული

შეიძლება გარკვეულ ადგილებზე იყოს შეფერხებები, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია, არ იქნება მართებული, - ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას ქალაქში არსებული საცობების შესახებ.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, დისკომფორტი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე არის შექმნილი, რომელიც თბილისში ხორციელდება, შესაბამისად, მოსახლეობა ამას გაგებით უნდა მოეკიდოს.

"საცობები არის არამხოლოდ თბილისში, არამედ ნებისმიერ ევროპულ, წარმატებულ ქალაქში, მითუმეტეს, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეიძლება გარკვეულ ადგილებზე იყოს შეფერხებები, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია, არ იქნება მართებული. ვთხოვთ მოქალაქეებს, მოეკიდონ გაგებით თუ რაიმე დისკომფორტია შექმნილი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, რომელიც ქალაქში ხორციელდება.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კონკურენტული იყოს და შევამციროთ ყოველდღიური ავტომობილების მოხმარება, მომავალში ყველანი ამ ეფექტს ვიგრძნობთ", - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო