გია ვოლსკი - ევროკავშირის ელჩმა, ალბათ, ისიც უნდა თქვას, რომ ევროპარლამენტის უტიფარი რეზოლუცია არის აბსურდი, რომელიც შეიცავს ხელისუფლების მიმართ აგრესიისა და დაუსაბუთებელი სანქციების დაწესების მოწოდებას

ევროკავშირის ელჩმა, ალბათ, ისიც უნდა თქვას, რომ ევროპარლამენტის უტიფარი რეზოლუცია არის აბსურდი, რომელიც შეიცავს ხელისუფლების მიმართ პირდაპირი აგრესიისა და კონკრეტული პიროვნებების მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი სანქციების დაწესების მოწოდებას,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებას, რომ მეორე ფრონტზე განცხადებები სრული აბსურდი და სისულელეა.

მისი თქმით, რაც თქვა ელჩმა, მისასალმებელია.

„ეს რაც თქვა გავიგე და კარგია, მისასალმებელია, რომ აშშ, ევროკავშირის წარმომადგენლები ასე კატეგორიულად ამას აცხადებენ, მაგრამ მეორე საკითხია, რაც რეალობაა. ამ რეალობაზე რომ შეკითხვა ისმება, რაც მოხდა, რაც გავიგონეთ, იგივე ევროპარლამენტის რეზოლუცია..." - განაცხადა ვოლსკიმ.

დაზუსტებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში "მეორე ფრონტზე" არ არის საუბარი, ვოლსკი პასუხობს: „საკამათოდ თუ მოხვედით აქ, მაშინ ვიკამათოდ, შემეკითხეთ - გიპასუხეთ“.

ცნობისათვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ოთხეულის განცხადებები ე.წ. მეორე ფრონტზე სრული სისულელე და აბსურდია და როცა ამას ამბობს, არის იმდენად უხეში, რამდენადაც შეუძლია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს