კახა კალაძის განცხადებით, თუ არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურაში ავტობუსებს დაამატებენ, ეს დამატებით პრობლემას შექმნის და გადაადგილება შეუძლებელი იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურაში ავტობუსებს დაამატებენ, ეს კიდევ დამატებითი პრობლემის შექმნა იქნება ქალაქისთვის და გადაადგილება შეუძლებელი იქნება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ავტობუსების რაოდენობის თვალსაზრისით დედაქალაქს არანაირი პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, დღეს 672 ავტობუსი ემსახურება თბილისის მოსახლეობას და დაახლოებით 140 ავტობუსი არის რეზერვში.

„მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებით პრობლემა მოგვარდება, თუმცა, თუ არსებულ ინფრასტრუქტურაში ავტობუსებს დავამატებთ, ეს კიდევ დამატებითი პრობლემის შექმნა იქნება ქალაქისთვის, დამატებით ჩავხერგავთ მოძრაობას და შეუძლებელი იქნება გადაადგილება. ავტობუსების რაოდენობის თვალსაზრისით დედაქალაქს არანაირი პრობლემა არ აქვს. პრობლემას იწვევს არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ ახერხებს ავტობუსებისა და ავტომობილების გარკვეული რაოდენობის გატარებას. ამიტომ ვსაუბრობთ და ვახორციელებთ პროექტებს, რომ ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები გავაჩინოთ, რადგან დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ ყველანაირად მოწესრიგებული იყოს და უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება. ჩვენ გვყავს 860 ახალი ავტობუსი, აქედან 672 ერთეული დადის ხაზზე და თბილისის მოსახლეობას ემსახურება. წინა წლების განმავლობაში, როდესაც ყვითელი ავტობუსები გადაადგილდებოდა, რომელიც უდიდესი პრობლემა იყო გამონაბოლქვის, კომფორტულობის თვალსაზრისით, დაახლოებით 430 ავტობუსი ემსახურებოდა ქალაქს. დღეს 672 ავტობუსი ემსახურება თბილისის მოსახლეობას და დაახლოებით 140 ავტობუსი გვყავს რეზერვში, როდესაც ერთი ავტობუსი დაზიანდება ან რაიმე პრობლემა შეექმნება, ჩანაცვლება ხდება“,-განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო