ოთარ კახიძე - ვინც მშვიდობის გარანტია, იმაზე ამბობენ, ჩვენი ომში ჩართვა უნდათო - აშშ-ს რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდოდეს, ამისთვის უმარტივესად შეუძლია უბრალოდ გავიდეს აქედან და ომი გარანტირებული გვაქვს

ის, რომ საქართველო არ არის სრულად ოკუპირებული და ჩვენ გვაქვს სუვერენიტეტი და ჩვენი სახელმწიფო, არის ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელების დახმარება საქართველოს მიმართ არ იზომება მხოლოდ ფულად დახმარებებში, რომელიც ძალიან დიდია, მთავარი რაშიც აშშ საქართველოს ეხმარება, კახიძის შეფასებით, ეს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაა.

„ის, რომ საქართველოში მშვიდობაა, არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დამსახურება და ჩვენს ყველაზე დიდ მეგობარს, რომელიც სუვერენიტეტის ერთ-ერთი გარანტია, რომ მტრად სახავენ, ეს არის ქვეყნის ღალატი. ამას ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ანუ ვინც მშვიდობის გარანტია, იმაზე ამბობენ, რომ მათ ჩვენი ომში ჩართვა უნდათო. აშშ-ს რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდოდეს, ამისთვის უმარტივესად შეუძლია უბრალოდ გავიდეს აქედან და ომი გარანტირებული გვაქვს“, - აღნიშნა კახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, „ქართული ოცნება“ და „ოთხეული“ ერთნი არიან.

„ის განცხადებები, რაც ამ ოთხეულმა გააკეთა, სხვადასხვა ფორმით გაკეთებული აქვს კობახიძესაც, ღარიბაშვილსაც, კალაძესაც - ის, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა დასავლეთს, სამივეს ნათქვამი აქვს სხვადასხვა ფორმით“, - განაცხადა კახიძემ.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთი რუსი ჯაშუშიც კი არ გამოუვლენია.

„თითქოს რუსეთი საქართველოში არ მუშაობს და აქ ჯაშუშები არა ჰყავს, ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომლის მოგვარებაც არის დეოლიგარქიზაცია, ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ამომრჩეველთან, ხალხთან.

როცა ხელისუფლებაში მოდის ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, რომელიც ამბობს, რომ რუსი ჯაშუშები პოლიტიკური პატიმრები არიან და მათ ათავისუფლებს, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბრიფინგის შემდგომ ანაკლიის პორტის მშენებლობას აჩერებს, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს გავრილოვს და პარლამენტში სხდომის დარბაზში სპიკერის სავარძელში ჩასვამს საქართველოს მტერს, რომელიც შემდგომ ანტი-საოკუპაციო აქციის მონაწილეებს თვალებს დათხრის, რომელიც უკრაინაში ომის მიმდინარეობის დროს დაიკავებს პრო-რუსულ პოზიციას, რომელსაც სანქცირებული რუსი ოლიგარქები ურეკავენ და თავის მოკავშირედ მიიჩნევენ და ეს მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჩვენ აღარ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ იქნებ სხვა რაღაცას აკეთებენ. ეს არის პრორუსული ხელისუფლება“, - აღნიშნა კახიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ფსონი აქვს დადებული რუსეთის გამარჯვებაზე. კახიძის შეფასებით, „ისინი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებენ, როგორც პრო-რუსულ ბანაკში მყოფ ხელისუფლებას და დაუპირისპირდნენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს“.

„იმ შემთხვევაში თუ საქართველოში რუსეთი შემოიჭრება დამატებით, ჩვენ უნდა დაგვიცვას ამ ხელისუფლებამ, ანუ წინააღმდეგობა უნდა დააორგანიზოს ხელისუფლებამ, და როცა ის ვინც, წინააღმდეგობა უნდა დააორგანიზოს, ასხივებს უძლურებას და ამბობს, რომ არაფერს აზრი არა აქვს, თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაჩაგვრა და დასჯა - ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა ხომ?! და ომი უნდა არა რუსეთს, არამედ დასავლეთს ეს არის კატასტროფა, ეს არის მტრის და მოყვრის აღრევა. ჩვენ საზოგადოებამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური თამაშები“, - აღნიშნა კახიძემ.

მისივე შეფასებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უკრანის ხელისუფლებას ლანძღავს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე