ნიკოლოზ სამხარაძე - მთავარი მესიჯი, რომელიც ევროპარლამენტარებისგან მივიღეთ, არის ის, რომ რეკომენდაციების შესრულება არის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობა და ვალდებულება

მთავარი მესიჯი, რომელიც მივიღეთ ევროპარლამენტარებისგან არის ის, რომ რეკომენდაციების შესრულება არის არა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულება, არამედ ასევე ოპოზიციის ვალდებულება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პარლამენტში იმართება, ჯერ საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, ხოლო დღის მეორე ნახევარში იქნება წარმოდგენილი დეტალური ანგარიში, თუ როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. სამხარაძის განცხადებით, ქვეყანას მისი ნახევარი შესრულებული აქვს.

"ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით ნახევარი შესრულებული გვაქვს და დღეს, დღის მეორე ნახევარში იქნება დეტალური ანგარიში ამასთან დაკავშირებით ასოცირების კომიტეტის სხდომაზე. 12 პუნქტთან დაკავშირებით დილიდან დავიწყეთ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ასევე გვქონდა უსაფრთხოების საკითხების განხილვა, ახლაც მიმდინარეობს განხილვა, თუ რა გავლენა აქვს უკრაინაში რუსულ აგრესიას საქართველოზე, ზოგადად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე და ასევე ევროპის უსაფრთხოებაზე, ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულია ასევე ვაჭრობის, ჯანდაცვის და განათლების საკითხების განხილვა.ამ დღის წესრიგში პუნქტობრივად მივყვებით 12 რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირის მიერ არის მოწოდებული. მთავარი მესიჯი, რომელიც მივიღეთ დღის პირველ ნახევარში არის ის, რომ რეკომენდაციების შესრულება არის არა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულება, არამედ, ასევე ოპოზიციის ვალდებულება. შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში, რომ ეს პუნქტები შესრულდეს," - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტში საქართველო- ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 შეხვედრა იმართება, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს