გიორგი შარაშიძე - თბილისის მერი უნდა გამოცხადდეს საკრებულოში და დეტალურად გაგვაცნოს სატრანსპორტო კოლაფსიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმა

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე იბარებს. ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში არსებული საცობები კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის მერიის მენეჯმენტის არაეფექტიანობას.

„დაუშვებლად მიგვაჩნია შექმნილი მდგომარეობის გამართლება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც თავისთავად წარმოადგენს პრიორიტეტს დედაქალაქისთვის, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი მოქალაქეების დისკომფორტის, დახარჯული ენერგიის, ნერვებისა და ფინანსური ზარალის ხარჯზე. თბილისში შექმნილი მდგომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის მერიის მენეჯმენტის არაეფექტიანობას, რაც ნიშნავს საჭიროზე მეტი დროისა და ფინანსების ხარჯვას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კითხვის ნიშნებზე, რაც თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმის ფაქტებს უკავშირდება, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია თბილისის საკრებულოს სხდომებზე და ასევე არაერთხელ დაგვიყენებია ინიციატივა ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, თუმცა უშედეგოდ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დონორებთან თანამშრომლობით დაჩქარდეს თბილისის მეტროს გაფართოების პროექტზე მუშაობა, ასევე ძველი გზების დაჩქარებულ რეაბილიტაციასთან ერთად ახალი გზების მშენებლობა.

„დღეს, როცა თბილისში გადაადგილების პრობლემა თანაბრად აწუხებს ყველას, როგორც ავტომობილების მფლობელებს, ისე ფეხით მოსიარულეებს და რაც მთავარია, ამ პროცესს არ უჩანს დასასრული, მოვითხოვთ: 1. დაუყოვნებლივ დაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, თბილისის მერი პირადად გამოცხადდეს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების წინაშე და დეტალურად გაგვაცნოს სატრანსპორტო კოლაფსიდან გამოსვლის კონკრეტულ ვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმა! 2. დაუყოვნებლივ დაიწყოს პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივის განხილვა და სატრანსპორტო რეფორმის დასრულებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა თბილისელებისთვის გახდეს უფასო! 3. დონორებთან თანამშრომლობით დაჩქარდეს თბილისის მეტროს გაფართოების პროექტზე მუშაობა, ისევე როგორც ძველი გზების დაჩქარებულ რეაბილიტაციასთან ერთად ახალი გზების მშენებლობა! 4. და ბოლოს, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნას თბილისელების აქტიური თანამონაწილეობა, ჩართულობა, მაქსიმალური ინფორმირება და საგზაო სამუშაოთა ისეთი დაგეგმარება, რომ გამოირიცხოს მოქალაქეების დისკომფორტი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს