ასლან ბჟანია ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, შეხვედრას დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია უხელმძღვანელებს.

„დღის წესრიგშია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების შემუშავების საკითხი”, - აცხადებენ ასლან ბჟანიას პრესსამსახურში.

მანამდე, ე.წ.უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ დააანონსა. მისი თქმით, რეგიონში სახიფათო ვითარებაა და საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა