სოხუმის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

სოხუმის „საქალაქო სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძე 19 ნოემბრამდე პატიმრობაში დატოვა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Sputnik-ს აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

გამომძიებლების თქმით, ქრისტინე თაკალანძემ, რომელიც განზრახ მოქმედებდა საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, შეაგროვა და ამ სამსახურების წარმომადგენლებს გადასცა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის კანონით დაცულ სახელმწიფო, სამხედრო და სხვა საიდუმლოებას.

„წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილის დანაშაულებრივი განზრახვა განხორციელდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 20 ივლისამდე პერიოდში.

2022 წლის 28 ივლისს სოხუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის უდანაშაულოდ ითვლება, სანამ მისი ბრალეულობა სასამართლოს საბოლოო განაჩენით არ დადგინდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია