„ბილაინი“ DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორ Digital Virgo-ის პარტიორი გახდა

„ბილაინმა“ ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, პარტნიორობა დაიწყო ერთ-ერთი დიდ და მნიშვნელოვან DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან Digital Virgo. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ბილაინი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად გაეშვება სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტები.

„პირველი ასეთი პროდუქტი Playweez უკვე ხელმისაწვდომია. ის წარმოადგენს მობილური თამაშების პორტალს, სადაც მომხმარებელს შეუძლება სასურველი პრემიუმ თამაშებით ონლაინ ისარგებლოს. აბონენტმა აღნიშნული სერვისის გამოსაწერად რამდენიმე მარტივი ნაბიჯი უნდა გაიაროს:

აბონენტი ინტერნეტში ხედავს პროდუქტის განთავსებულ სარეკლამო ბანერებს, აწვება ბანერს და გადადის პროდუქტის გვერდზე

პროდუქტის გვერდზე აღწერილია მასთან დაკავშირებული პირობები და აღნიშნულია, რომ ხდება პროდუქტის გამოწერა დღეში 1 ლარად. ხოლო მისი საფასური აბონენტს მობილური ბალანსიდან ჩამოეჭრება.

თუ აბონენტი დააწვება „გამოწერის“ ღილაკს, ამ შემთხვევაში იგი გააქტიურებს სერვისს და ყოველკვირეულად ჩამოეჭრება 1 ლარი, შედეგად მიიღებს წვდომას თამაშების პორტალზე და ეტაპობრივად შეძლებს ინგლისური ენის შესწავლას წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით.

თუ აბონენტს მოუნდება რომ გააუქმოს გამოწერა, უნდა გააგზავნოს SMS ტექსტით STOP PW ნომერზე 1408 (აღნიშნულის შესახებ გამოწერის შემდეგ მიიღებს SMS-ს)

ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინი აგრძელებს მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას. კომპანია აქტიურად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებს მუდმივად სთავაზობს განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს. კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვიტოს მათი საჭიროებები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა