სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო, 23 სექტემბერს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 23 სექტემბერს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), რჩეულიშვილის, ნიშნიანიძის, რომელაშვილის, ახალდაბის, არალეთის, კვერნაულის, იფნევის, ზვარეთის, იფანის, დვირის, ჟველაურის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, დანელიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასლის და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ლეონიძის და იაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის და სამგორის რაიონებში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, აბუსერიძე-ტბელის, ჯავახეთის, ცისკარიშვილის, ლორთქიფანიძის, წულაძის, ნადარეიშვილის, სამგორის, მდივანის, მეველეს, მანავის, მალხაზის, საექიმოს, დარსიჭალის, ჩოლოყაშვილის, დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ლობჟანიძის, რთველაძის, ახმედ ჯავადის, მარჯორი უორდროპის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ჯავახეთის, ცისკარიშვილის, ლორთქიფანიძის, წულაძის, ნადარეიშვილის, სამგორის, მდივანის და ალუბლების ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო