GITA - სა და შპს „ლინიატე ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს „ლინიატე ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის მონაწილეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას - კამპანიის #გაუზიარეწარმატება ფარგლებში - მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

ცნობისთვის, კომპანია ლინეატე საერთაშორისო IT კომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, ასევე ოფისები აქვს საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. კომპანიას ამ სფეროში საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2022 წელს, ლინეატმა საქართველოში დააარსა Lineate საქართველოს რეგიონული ოფისი, რომელშიც ამ ეტაპზე დასაქმებულია 70-მდე ადამიანი.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო