ანონსი  22 სექტემბერი

22 სექტემბერს, 09:30 საათზე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას გახსნის.

კონფერენციის თემა - „ახალი ტექნოლოგიები და ციფრული მმართველობა აღსრულების პროცესში".

მის: ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“.

22 სექტემბერს, 09:30 საათზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში - ზეპირი მოსმენა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

22 სექტემბერს, 10:00 საათზე, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში ველომსვლელობას გამართავს.

ველომსვლელობის მარშრუტი: შეკრების ადგილი - 09:30 სთ, ველოსიპედის ძეგლი, (პირველი რესპუბლიკის მოედანი) ველოსიპედის ძეგლიდან - რუსთაველის მეტრო - რუსთაველის ქუჩა - თავისუფლების მოედანი - ორბელიანის მოედანი - მშრალი ხიდი - დედაენის ბაღი.

22 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს სასამართლოს გუშაგი კვლევის „ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ფაქტორები სასამართლო სისტემაში“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: 551 513 514

22 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ საპარლამენტო გუნდი პარლამენტში სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად დაარეგისტრირეს ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ,რაზეც ამ დროისთვის 51 დეპუტატის ხელმოწერაა.

პარლამენტი. B კორპუსი, I სართული.

საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ოთახი.

22 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ცივი სეზონის მოახლოება და ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები. გაზის შიდა ქსელის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევები, კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობები, აფეთქებას გადარჩენილი კორპუსები - როგორია სტატისტიკა.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

22 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისში სასტუმროში - Wyndham Grand Tbilisi ევროპის საბჭოს დემოკრატიის გენერალური დირექტორატის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ გაიმართება, რომლის ფარგლებში, ევროპის საბჭო და საქართველოს თხუთმეტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ხელს მოაწერს ადგილობრივი დემოკრატიის და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების თანამშრომლობის მემორანდუმს.

მის: გუდიაშვილის ქ.#3

22 სექტემბერს, 12:00 საათზე, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია სახალხო დამცველის პოზიციაზე პარლამენტში უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძის კანდიდატურას წარადგენს

მის: საქართველოს პარლამენტი.

საკონტაქტო: 598549484

22 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი.

22 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ თბილისის მერიასთან სატრანსპორტო კოლაფსთან დაკავშირებით, აქცია-პერფორმანსს გამართავს.

მის: ჟიული შარტავას 7

საკონტაქტო : 598 43 30 23

22 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილის აღიარების მიზნით გამართულ კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებს.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული).

22 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „საქართველოს ბანკზე“ ტერორისტული თავდასხმის საქმე.

მის: გორგასლის ქ. #24.

საკონტაქტო პირები: ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01, ხატია ჯიღაურიშვილი - 599 78 00 05.

22 სექტემბერს, 18:30 საათზე, სემეკს, ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდება. სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელს მოაწერს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.

მის: ზანდუკელის ქ.N16, ISET

საკონტაქტო: ქეთევან ბერიკაშვილი 577310011

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო