„საქართველოს რკინიგზა“ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტაციის წარმოებას ელექტრონულ რეჟიმში იწყებს

„საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვების სერვისის მომხმარებლებისთვის პროცედურებს ამარტივებს.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან ტვირთმფლობელები ვებ-გვერდის cargo.railway.ge საშუალებით ოფისიდან გაუსვლელად არა მარტო ადგილობრივი გადაზიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ონლაინ მიღებასა და შევსებას, არამედ საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის მიიღებასაც შეძლებენ.

კომპანიის ცნობით, „საქართველოს რკინიგზის“ მომხმარებლებს ადგილობრივი ტვირთის ზედნადებისა და გადაზიდვის დავალების მიღება ონლაინ რეჟიმში 2017 წლიდან შეუძლიათ, თუმცა კომპანია დოკუმენტაციის წარმოებას საერთაშორისო გადაზიდვებისთვისაც ამარტივებს.

„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, ზემოთაღნიშნული საბუთის (სმგს) გაფორმება სრულად ეფუძნება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის შევსების წესებს. გარდა ამისა, რკინიგზის მომხმარებლები ელექტრონულადვე შეძლებენ გაფორმებული საბუთი წარუდგინონ კომპანიას, ელექტრონულად მოაწერონ ხელი და ონლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი საკუთარი საბუთის სტატუსს.

„საქართველოს რკინიგზა“ საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტაციის ელექტრონულ რეჟიმში წარმოებას 27 სექტემბრიდან სატესტო რეჟიმში იწყებს. მომხმარებლებს კი მოუწოდებს ინსტრუქციითა და ვიდეო გაკვეთილებით იხელმძღვანელოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე