ლევან ჩიკვაიძემ, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა

„საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში გაიმართა ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომების, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურის ციფრული ვერსიების გამოფენა.

„ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და “საქართველოს ფოსტის” მხარდაჭერით, მიმოქცევაში ჩაეშვა საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ვარლამ ჩერქეზიშვილი. საფოსტო მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს