საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „ვილა რეზიდენსი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „ვილა რეზიდენსი“ გახდა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, „ვილა რეზიდენსი“ 2010 წელს დაარსდა და კომპანიის მისიაა, შექმნას თანამედროვე, ინოვაციური საცხოვრებელი თანამედროვე ადამიანებისთვის და ხელი შეუწყოს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ცოცხალი უბნების გაჩენას ქალაქში.

„ვილა რეზიდენსმა“ განაშენიანება წარმატებით განახორციელა 8 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწაზე და შეიქმნა საუცხოო საცხოვრებელი გარემო, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. პროექტზე მაღალი მოთხოვნილებიდან გამომდინარე კომპანიამ 2021 წელს 200 მილიონიანი ინვესტირება განახორციელა და შეიძინა 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ინოვაციური პროექტის „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“განხორციელებას აგრძელებს, რომელიც პირველი რესორტის ტიპის დასახლება იქნება თბილისში.

აღსანიშნავია, რომ „ვილა რეზიდენსი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიას და სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხდება მშენებლობისთვის ადგილის შერჩევა, ხოლო ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით კომპანია უფრთხილდება გარემოს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე ტექნოლოგიები საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი კონცეფციაა.

„ვილა რეზიდენსის“გუნდი მაქსიმალურადაა ორიენტირებული მშენებლობის ხარისხსა და მაღალ სტანდარტებზე, რაც აისახება ხარისხის რეგულარულ კონტროლსა და სტანდარტების დახვეწაში“,-აღნიშნულია ინფორმაცაიში.

„მივესალმებით „ვილა რეზიდენსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურ გარემოს და შესაბამისი მასალებით, ქმნის კომფორტულ ინფრასტრუქტურას. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მომხმარებლის ინტერესებს, რაც მიუთითებს მომსახურების მაღალ ხარისხზე. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს