მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე პოზიცია, რაც ოპოზიციის ნაწილმა დაიკავა, დიდი შეცდომა იყო

თუ რაიმე არგუმენტია სათქმელი, არ შეიძლება დისკუსიას გაექცე და ხელისუფლებასთან მსჯელობა არ გქონდეს - თქვეს, მხოლოდ საბაზისო პრინციპებს წარვადგენთ და არა კანონპროექტებსო, აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რასაც საუბრობდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე პოზიცია, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა დაიკავა, „დიდი შეცდომა იყო და ამის ლოგიკური მიზანი შეიძლება პროცესისთვის ხელის შეშლა ყოფილიყო“.

„ძალიან დიდია ჩემი შეშფოთება და არა მხოლოდ ჩემი - საზოგადოებაშიცაა ნეგატიური განცდა, რომ ოპოზიციას მკაფიოდ გამოხატული სურვილი და გეგმა აქვს, რომ 12 პუნქტის შესრულების პროცესი როგორც რეპუტაციულად, ისე საგნობრივად რამენაირად დააზიანოს. თუ რაიმე არგუმენტია სათქმელი, არ შეიძლება დისკუსიას გაექცე და ხელისუფლებასთან მსჯელობა არ გქონდეს. გქონდეს გეგმა, რომ ალტერნატიულ პროექტს წარვადგენ და არ ამბობდე სამუშაო ჯგუფში, რა არის ამ პროექტებში განსხვავებული, არაა კონსტრუქციული მიდგომა. თქვეს, არ ვაპირებთ კანონპროექტების წარდგენასო. აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რასაც საუბრობდნენ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციის შეფასებებზე, რომ სამუშაო ჯგუფების საქმიანობა „ბლეფია“, სარჯველაძე ამბობს, რომ „ყველაფერს იტყუებიან.“

„პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე გამოვიდა და ოპოზიციას პირველი პუნქტის პასუხად შესთავაზა სრულად ინკლუზიური პროცესი, ამის პასუხი იყო, ჯგუფებში მონაწილეობას არ ვაპირებთო. ეს შეცდომა იყო, ეს იყო არასწორი პიარული სვლა, რაც გათვლილი იყო, რომ გაუცნობიერებელი ადამიანი შეიძლება შეცდომაში შეეყვანათ. სამუშაო ჯგუფი არის რეგლამენტით განსაზღვრული სტრუქტურა, ლეგიტიმური სტრუქტურაა. რა უფლება აქვს [ოპოზიციას] თქვას, რომ მონაწილეობას არ მიიღებს, ვსაუბრობ ეთიკურ და მორალურ საკითხზე. ამბობენ და აბსოლუტურად ტყუილად, რომ ფარსია ეს პროცესი - თუ რაიმე სათქმელი აქვთ, მოვიდნენ და თქვან კონკრეტული წინადადება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა