არჩილ თალაკვაძე - როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში

როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ინიციატივას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და ხანმოკლე სავიზო რეჟიმი დაწესდეს.

თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს ვალდებულება, ნებისმიერ მოქალაქეს საზღვარზე კანონმდებლობის შესაბამისად მოეპყრას და დისკრიმინაცია მიუღებელია.

"როცა ოპოზიციის მხრიდან არის პათეტიკური განცხადებები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. შეიძლება რადიკალურ ოპოზიციას დაავიწყდეს ან დაივიწყოს, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში. ამავე დროს საქართველოს ვალდებულება აქვს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც საქართველოს საზღვარს მომართავს და სურს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, მოექცეს და მოპყრას როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, სადაც რაიმე ტიპის დისკრიმინაცია, ისეთი მიდგომები, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს გახლავთ მიუღებელი. ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ იმ რისკებს, რომელიც ხელისუფლებას უკავშირდება და ამ რისკებს სახელმწიფო მართავს ყოველდღიურ რეჟიმში. გარწმუნებთ, როგორც მართლწესრიგი ქვეყანაში, ასევე საქართველოს უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები განუხრელად იქნება დაცული,"- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და ხანმოკლე სავიზო რეჟიმი დაწესდეს, სადაც გათვალისწინებული იქნება ასევე საგამონაკლისო შემთხვევებიც. სამადაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, ერთად იმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა