საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ერაყის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ჯუმააჰ ენად საადუნს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით შესაძლებლობის განხილვისა და პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე.

უწყების ცნობით, მხარეებმა განსაკუთრებული პატივით ისაუბრეს 2003-2008 წლებში ერაყში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე და ხაზი გაუსვეს აღნიშნულის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში, ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს