ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში საერთაშორისო კომპანიებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო

საფრანგეთში, პარიზში მიმდინარე ტურისტული გამოფენის IFTM Top Resa პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული ინდუსტრიისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, გასტრონომიული ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, პროდუქტები, ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს.

საერთაშორისო კომპანიები საქართველოს სამთო, საზღვაო და გამაჯანსაღებელი კურორტებით დაინტერესდნენ.

IFTM Top Resa-ს ტურისტულ გამოფენას 34 000 ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, გამოფენაზე მსოფლიოს 200 ქვეყანა და ტურისტული მიმართულება, ასევე 1700 ბრენდია წარდგენილი.

„გამოფენა ძალიან საინტერესო ფორმატში მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც წამყვან მედიასაშუალებებთან, ავიაკომპანიებთან და ასოციაციებთან შეხვედრები გვქონდა. სწორედ ის კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტი გამოიკვეთა, რომელზეც მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რომ საფრანგეთიან მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ’’, - განაცხადა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

პარიზში, IFTM Top Resa-ს მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად, ათამდე ტურისტული კომპანია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთის იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა