დავით უსუფაშვილი - უცნაური და გაუგებარი ხომ არ არის, რომ ჯერ ომბუდსმენობის კანდიდატების ვინაობა უნდა გაირკვეს და შემდეგ შექმნიან შემფასებელ კომისიას? ლაბირინთებში გაიხლართებიან

სრულიად უცნაური და გაუგებარი ხომ არ არის, რომ ჯერ ომბუდსმენობის კანდიდატების ვინაობა უნდა გაირკვეს და შემდეგ შექმნიან შემფასებელ კომისიას? - ლაბირინთებში ჩაებნენ და გაიხლართებიან ამაში,- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განახადა. უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება დემოკრატიის საბურველის ქვეშ აპირებს მისთვის სასურველი კანდიდატისთვის ოპოზიციური ხმების მოპოვებას.

"ეს კომისია ჯერ დაკომპლექტებული არ არის და ამასობაში კანდიდატების დასახელების პროცესი დაიწყო, ხომ არ გეჩვენებათ თავისთავად სრულიად უცნაურად და გაუგებრად, რომ ჯერ კანდიდატების ვინაობა უნდა გაირკვეს და შემდეგ შექმნიან კომისიას. ამას ვამბობდით, რომ ეს დახლართვები არის იმისთვის, რომ დემოკრატიის „კამუფლიაჟი“, საბურველი შევუქმნათ გარშემო და ხელისუფლებამ გაიადვილოს მისთვის სასურველი კანდიდატისთვის რამდენიმე ოპოზიციური ხმის მოპოვება, ამ ლაბირინთებში ჩაებნენ და გაიხლართებიან ამაში. ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ მივმართავთ 70- მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, უფლებადამცველებს, რადგან ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი უნდა ავირჩიოთ და მათაც აიღეს თავის თავზე, რომ რამდენიმე კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას, შესაძლო კანდიდატებს კი მივმართავთ, რომ ფორმალური პროცესი გაიარონ და "ლელო" ისევე როგორც ოპოზიციის უმრავლესობა, ერთგული ვართ ჩვენი სიტყვის, რომ ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი იქნება რომელიმე, ვისაც ყველაზე ავტორიტეტული და კომპეტენტური ხალხი დაასახელებს,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ლევან იოსელიანის ინიციატივას, რომ კენჭისყრა ღია იყოს და აღნიშნა, რომ ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

"იოსელიანმა ბრძანა: იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მმართველი გუნდის სასარგებლო კანდიდატისთვის მხარდაჭერას, ამასობაში კი შეიძლება ჩვენ ეს დაგვბრალდეს, რაც ხშირად ხდებაო, გვინდა, რომ ღიად იყოს დაფიქსირებული ეს ყველაფერიო. კი ბატონო, ჩვენ დავეთანხმეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომელიც ომბუდსმენის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს პარლამენტს და აცხადებს, რომ მას არაორდინალური ქმედებები ახასიათებს.

"იაგო არის ძალიან საინტერესო შემოქმედებითი კაცი, მას ადრე ახალგაზრდობიდან ვიცნობ, ჩვენ ერთადაც ვმუშაობდით. მას ახასიათებს არაორდინალური პოზიციებიც, მოქმედებებიც და შემოიტანა სიხალისე ამ პროცესში. მხარდაჭერას რაც შეეხება, ჩვენი პოზიცია უცვლელია - იაგო ხვიჩია თუ იქნება არასამთავრობო სექტორის ერთ- ერთი რჩეული, ჩვენ განვიხილავთ,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა