პროკურორის განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა, რაც „საქართველოს ბანკში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულს თან ჰქონდა, შესწავლილია და ამ ნაწილში „ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ“

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის, დავით ჩხარტიშვილის განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ის საბრძოლო მასალა, რაც „საქართველოს ბანკში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თან ჰქონდა, შესწავლილია და ამ ნაწილში ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ. აღნიშნულით ჩხარტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იარაღზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ხომ არ მოხდება მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე ვართ, არაფრის გამორიცხვა შეიძლება, თუმცა, რაც შეეხება ასაფეთქებელ ნივთიერებებს და იმ საბრძოლო მასალას, რაც მას თან ჰქონდა, ყველა მათგანი ამ ეტაპისთვის შესწავლილია. შესაბამისად, ამ ნაწილში კვალიფიკაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

კითხვაზე, ჰყავდა, თუ არა, გრიგოლ ნარსიას თანამზრახველი, პროკურორი პასუხობს, რომ „ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დანაშაულში სხვა თანამზრახველის მონაწილეობა არ ვლინდება“. ასევე, კითხვაზე, თუ სად შეიძინა ბრალდებულმა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე დადგენილი არ არის“.

„დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ გამოკითხული გვყავს საქმეზე დაკავებულის მეგობარი ქალბატონი. ეძებენ, ცოტა ალბათ გადაჭარბებული შეფასებაა, უბრალოდ, ჩვეულებრივი მოწმის მოძიების და გამოსაკითხად გამოძახების პროცედურები იყო განხორციელებული მასთან მიმართებაში“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, თუ რა არის დანაშაულის მოტივი, ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ „დანაშაულის მოტივი არის ანგარება და ტერორისტული აქტის ჩადენა, საზოგადოების დაშინება“.

ჩხარტიშვილი ასევე ამბობს, რომ ბრალდებული ადვოკატის თანდასწრებით, მხოლოდ ერთხელ არის დაკითხული.

„ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ბრალდებულის დაკითხვას ესწრებოდა მისი ადვოკატი. ბრალდებული მხოლოდ ერთხელ არის ამ ეტაპისთვის დაკითხული“, - აცხადებს პროკურორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა