ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბსუ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„პირველკურსელებისათვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სწავლის პირობებისა და სტუდენტური სერვისების შესახებ. 2022-2023 სასწავლო წლისთვის ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა, ერთიანი ეროვნული გამოცდებით ბსუ-ში 1380 პირველკურსელი ჩაირიცხა. საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით რეკორდულად გაიზარდა და შეადგენს 98,6 %-ს. 156%-ით მოიმატა ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვმა.

სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ბექაიამ ბსუ-ში ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელ სტუდენტს ლელა მახარაძეს პრემია გადასცა 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა დავით ბერიძემ ბანკის სახელით 100%-იანი გრანტის მფლობელებს ერთჯერადი სტიპენდიის სახით 300-ლარიანი ვაუჩერი.

ბსუ-ს ათი მოთხოვნადი პროგრამაა: ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ისტორია, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართალმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, სტომატოლოგია, საჯარო მმართველობა და ეკონომიკა.

უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 500-მდე უცხოელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო