ანონსი 23 სექტემბერი

23 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით ჩატარდება სპორტსმენთა ფორუმი და საგანმანათლებლო/საინფორმაციო სემინარი, რომელსაც დაესწრებიან სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის წევრები და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სეოკ-ის ხელმძღვანელები.

თემა: ოლიმპიური თამაშების, ოლიმპიური სისტემის ფორმირების, სუფთა სპორტის, სპორტსმენთა უფლება-მოვალეობების, ასევე სპორტსმენთა პოსტ-კარიერული პრობლემატიკის შესახებ.

მის: მაჩაბლის ქ.11

საკონტაქტო: 599 58 00 01

23 სექტემბრს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი და სსიპ-საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და სოციალურ საწარმოთა ალიანსის (SEA) თანამონაწილეობით, გამართავს დისკუსიას თემაზე „სოციალური მეწარმეობა საქართველოში - არსებული მდგომარეობა, მიმდინარე გამოწვევები და საკანონმდებლო აღიარების შესახებ ინიციატივები"

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

23 სექტემბერს, 10:30 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

23 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო თბილისისთვის“ თავმჯდომარე, საბა ბუაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „სატრანსპორტო კოლაფსზე და კაძი კალაძის ჩავარდნილ და შეუსრულებელ სატრანსპორტო დაპირებები”.

მის: თავისუფლების მოედანი #4

23 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი, ლიზი ზუხბაია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: განქორწინების მზარდი მაჩვენებელი საქართველოში, განქორწინების ძირითადი მიზეზები - როგორია ბოლო 3 წლის სტატისტიკა, როგორ მიმდინარეობს საოჯახო დავები და რატომ იმატა საქორწინო კონტრაქტების გაფორმებამ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24; 599 291202

23 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

23 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

23 სექტემბერს, 12:00 საათზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი უკრაინელ აქტივისტებთან ერთად 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსთაველის მეტროსთან ჩანიშნული აქცია - მსვლელობის მოსაწვევ ფლაერებსა და სტიკერებს დაარიგებენ.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

23 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს სასამართლოს გუშაგი გორში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

თემა: „როგორ შეუძლია სასამართლოს შეცვალოს შენი ცხოვრება“.

შეხვედრას გაუძღვებიან: ნაზი ჯანეზაშვილი, სასამართლოს გუშაგის დირექტორი; თეიმურაზ თოდრია, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი, კინომცოდნე.

მის: გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, იერუშალაიმის ქ. #18.

საკონტაქტო: 551 513 514

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა