Hallo - პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში

“Hallo” არსებული ოპერატორების ალტერნატივა იქნება უფრო მისაღები ფასით, მომხმარებელზე მორგებული პაკეტებით და მაღალი ხარისხით. კავშირის სამყაროში “Hallo”-ს მსგავსი კომპანიის გამოჩენა არჩევანს უფრო მრავალფეროვანს ხდის და ყველანაირი ტიპის ადამიანს ახალ შესაძლებლობებს და მრავალფეროვან პაკეტებს სთავაზობს, კომპანია სერვისის მიწოდებას უკვე არსებული ოპერატორების ინფრასტრუქტურის დახმარებით უზრუნველყოფს.

„Hallo- მიზანია, შექმნას მარტივი, ხელმისაწვდომი, სწრაფი და ხარისხიანი კომუნიკაციის შესაძლებლობა მთელი ქვეყნისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ მომხმარებელი სწრაფად შეიყვარებს ჩვენს ბრენდს და Hallo- მომსახურება მათი ყოველდღიურობის საიმედო მეგზური გახდება, — აცხადებს შპს „ეკლეკტიკის“ დირექტორი გიორგი მირიანაშვილი.

ქსელმა უკვე გაიარა სატესტო რეჟიმი და მუშაობა სრული დატვირთვით Hallo-ს ბრენდით დაიწყო. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ნომრები დაიწყება ინდექსით — 500.

“Hallo”-ს პირველი მომსახურების ცენტრი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზ. #66-ში, რომლის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.

კომპანიის შესახებ დამატებით დეტალებს და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.hallo.ge ან ცხელი ხაზის საშუალებით 110010; 032 2223222.

Hallo - უსასრულო კავშირისთვის!

(R)

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს