საპატრულო პოლიციას, შესაძლოა, ავტომობილის ვიზუალური დაკვამლიანებით გადაადგილებისას, მძღოლის დაჯარიმების უფლება დაემატოს

საპატრულო პოლიციას, შესაძლოა, მიენიჭოს მანდატი, რომ ავტომობილის ვიზუალური დაკვამლიანებით გადაადგილების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება მოახდინოს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა განუცხადა. როგორც მან განმარტა, შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებისთვის პარლამენტში მოთხოვნა უკვე დაყენებულია.

„ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს მომავალში იქნება განხილვის საგანი და საპატრულო პოლიციას ექნება მანდატი იმისა, რომ თუ დაინახავს, ავტომობილი ვიზუალური კვამლიანობით გადაადგილდება, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“,- განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

რაც შეეხება ცვლილებას, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და რომლის თანახმადაც ავტომობილის მიერ ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში ყოველი მომდევნო ჯარიმა იზრდება, შიოლაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ტექინსპექტირების რეფორმის წარმატებას.

მისი განმარტებით, ავტომობილის მიერ ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში ყოველი მომდევნო ჯარიმა ეტაპობრივად გაიზრდება და მეოთხე და ყოველი შემდგომი ჯარიმა 500 ლარი იქნება.

„პირველადი დაჯარიმების ოდენობა რჩება იგივე - 50 ლარი. თუ 30 დღეში არ იქნება ტექინსპექტირებაზე გატარებული ავტომობილი, შემდეგ დაჯარიმებაზე ჯარიმა ხდება 150 ლარი, შემდეგ ძვირდება და ადის 500 ლარამდე. ეს ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას“,- განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინიციატივას, რომ განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდეს, გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე სიახლე არაა, თუმცა ეს თემა კვლავ აქტუალურია.

„ბიზნესი და არასამთავრობო სექტორი ამ თემას დავუბრუნდებით და ვფიქრობთ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც უნდა იქნეს ცვლილებები განხორციელებული“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ