მეორე კვარტალში ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 220 433 ჯარიმა გამოიწერა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 220 433 ჯარიმა გამოიწერა. აქედან ტექინსპექტირების გაუვლელობის ყველაზე მეტი - 76 407 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

დედაქალაქის შემდეგ ტექნიკური დათვალიერების გაუვლელობისთვის ყველაზე მეტი 30786 ჯარიმა ქვემო ქართლში დაიწერა. 22 308 ჯარიმა გამოწერეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 19 993 - იმერეთში, 10 908 შემთხვევა გამოვლინდა კახეთში, 18 111 - მცხეთა-მთიანეთში. სამცხე-ჯავახეთში ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 7 156 ჯარიმა დაიწერა, 5687 - გურიაში, 13 392 - შიდა ქართლში, 15 685 - სამეგრელო-ზემო სვანეთში.

“ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით; იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება -300 ლარის ოდენობით. იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო