თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-ბათუმის რეისს ასრულებდა, თბილისში ავარიულად დაჯდა

ავიაკომპანია Buta Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან ბათუმისკენ მიფრინავდა, თბილისში ავარიულად დაეშვა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ ავიაკომპანია Buta Airways-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"ბაქო-ბათუმის J2-9227 რეისზე კაპიტანმა თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაშვების გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ბათუმის აეროპორტთან უამინდობაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა