გია ვოლსკის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლაზე ოპონენტების განცხადებები „უსუსურ გაბრძოლებას ჰგავს“

პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლაზე ოპონენტების განცხადებები „უსუსურ გაბრძოლებას“ ჰგავს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ზუსტი შეფასებები იყო.

„ზუსტი შეფასებები გავიგონეთ, რომელიც მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება, არამარტო რეგიონისთვის, საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საგანგებო საკითხია რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და მიმდინარე საომარი მოქმედებებით საფრთხე შეექმნა მთელ მსოფლიოს, ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველოსთვის ეს არის უდიდესი გამოწვევა. გარდა ამისა, იყო გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ის პირობა, რასაც ჰქვია მშვიდობიანი მოგვარება, დღის წესრიგში გვექნება მუდმივად. საკვანძო იყო ასევე საქართველოს პოზიციონირება მთელ მსოფლიოსთან ერთად, მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით, სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო როგორც ალტერნატიული ენერგოდერეფანი, ალტერნატიული სატრანზიტო დერეფანი დამაკავშირებელი აზიისა ევროპასთან, არის საგანგებო მნიშვნელობის და ახლა ყველამ - არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, უნდა გაითვალისწინოს, რომ სტაბილური საქართველოა საჭირო ასეთი გამოწვევების წინაშე მდგარი მსოფლიოსთვის, ეს იყო საკვანძო საკითხები.

რაც შეეხება ოპონენტების გამონათქვამს, რომ 12 მუხლი არ სრულდება და სულ სხვა რეალობა გვაქვს,არათუ არასწორია და უსაფუძვლოა, არამედ უსუსურ გაბრძოლებას ჰგავს იმ ფონზე, როცა ყველა საკითხს გაეცა პასუხი და ყველა მიმართულებით პროექტებია მომზადებული,"- განაცხადა ვოლსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია