რევაზ სოხაძე - იმისათვის, რომ დედაქალაქში გამართული სატრანსპორტო სისტემა მივიღოთ, აუცილებელია რეფორმა წარმატებით განხორციელდეს

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის მერია ეტაპობრივად ახორციელებს იმ რეფორმებს, რასაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას დაპირდა.

ამ განცხადებით სოხაძე თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ იმისათვის, რომ დედაქალაქში საბოლოოდ გამართული სატრანსპორტო სისტემა მივიღოთ, აუცილებელია სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.

რევაზ სოხაძის თქმით, დღეს თბილისის მერია სწორედ იმ პროექტებს ახორციელებს, რაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, ნებისმიერი რეფორმა შესაძლოა საზოგადოებისთვის დისკომფორტის შემქმნელი იყოს, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ამის გარეშე ჩვენს ქალაქს უბრალოდ მომავალი არ აქვს.

„რეფორმა, რომელსაც თბილისის მერია ახლა ახორციელებს ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რეფორმები ერთი ხელის მოსმით არ ხორციელდება და საზოგადოებას დისკომფორტი ექმნება, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. მაგრამ, თუ არ მოვაწყვეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც საბოლოო ჯამში მოძრაობას საგრძნობლად განტვირთავს, ჩვენს ქალაქს უბრალოდ მომავალი არ ექნება. თუ არ დაიხაზა ავტობუსის ზოლები, 18 მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება შეუძლებელი იქნება. დედაქალაქის მერია მიყვება იმ ხაზს, რაც ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო და რაც შეიძლება სწრაფად ახორციელებს იმ პროექტებს, რაც საბოლოო შედეგამდე გამართულ სატრანსპორტო სისტემამდე მიგვიყვანს. ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს სამუშაოები, რაც საცობების გამომწვევი მიზეზია, მაგრამ ამის გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი უარყოფითი პოზიცია იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მერიამ წარმატებით განახორციელა.

„მე მახსოვს ჩვენი ოპონენტები საავტობუსე ზოლების წინააღმდეგნიც კი იყვნენ, თუმცა შემდეგ საერთაშორისო გამოცდილებას გადახედეს და მიხვდნენ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, თუ გვინდა, რომ ქალაქში ნორმალური სატრანსპორტო რეფორმა მივიღოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ, რომლის განცხადებასაც დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა