ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებულ სოციალურად დაუცველ 100-ზე მეტ ადამიანს  კონტრაქტი შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებულ სოციალურად დაუცველ 100-ზე მეტ ადამიანს შეუწყდა კონტრაქტი.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი ზოგ შემთხვევაში იყო ის, რომ სამსახურში თავიდან ცხადდებოდნენ და შემდეგ აღარ.

„ თუ {სოციალურად დაუცველები} არ დადიან სამსახურში და ხელფასს მაინც იღებენ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დასაქმების სააგენტოში გვყავს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ადგილზე შერჩევით დადიან და ამოწმებენ. ასევე გავზარდეთ შრომის ინსპექციის უფლებამოსილება, ამ ყველაფერს აკონტროლებს. თუ სადმე ასეთი შემთხვევა იქნება, ოპერატიული რეაგირება იქნება და თუ არ მუშაობენ 300-ლარიან ხელფასს არ მიიღებენ. 100-ზე მეტი ადამიანს უკვე შეუწყდა კონტრაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგ შემთხვევაში მიზეზი იყო ის, რომ სამსახურში თავიდან ცხადდებოდნენ და შემდეგ აღარ. აქედან გამომდინარე დასაქმების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ და ამ 300-ლარიან ხელფას ვუწყვიტავთ“,-აღნიშავს აზარაშვილი.

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის კითხვაზე, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის რომელ ეფექტიანობაზეა საუბრი, როდესაც რიგი სკოლები 7 მეეზოვეს და დამლაგებელს ამატებენ, აზარაშვილი განამარტავს, რომ აღნიშნული მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავს.

„არ ვიცი, აქ რა პრობლემაა, სკოლის შენობის ეზოს ტერიტორიის დასუფთავებას, რომ 7 მეეზოვე აკეთებდეს რა პრობლემაა? ან რა პრობლემაა 5 დამლაგებელი ალაგებდეს სკოლას, რა პრობლემაა? ამ შემთხვევაში დამატებით 5 დამლაგებელი და 7 მეეზოვე ყოველდღე გამოდიან სახლიდან და ადამიანებთან უფრო მეტი კონტაქტი აქვთ, უფრო მეტ კვალიფიკაციას და გამოცდილებას შეიძენენ და შემდეგ შეიძლება სხვაგან დასაქმდნენ“,- აღნიშნავს მინისტრი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს