24 სექტემბერს „კრწანისობა 2022“ გაიმართება

24 სექტემბერს, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართება. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დაესწრება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 11:30-ზე ღონისძიება მეფე ერეკლე II-ისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექციით გაიხსნება. ლექციას ჯაბა სამუშია წარუძღვება.

12:00 საათზე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ, ღონისძიების კულტურული ნაწილი დაიწყება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „შვიდკაცა“ და ფოლკლორული ანსამბლი „თბილისი“. იქნება მხატვრული კითხვა, მოეწყობა ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა (ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა).

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოირგონ ინვენტარი და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს