ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, კეთილშობილი ირმის საშენის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორამციით, ალგეთის ეროვნული პარკში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, პოპულაციის აღდგენის გზები განიხილეს და ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება ველურ ბუნებასთან ინტეგრირებული საშენის მოწყობა. შეხვედრას სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ევრაზიის კონტინენტზე არსებული კეთილშობილი ირმის სახეობებიდან გადაშენება ემუქრება მხოლოდ კავკასიურ ქვესახეობას, რაც ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე ბრაკონიერობის შედეგია. დღეს საქართველოში ირმის მხოლოდ სამი მცირე პოპულაცია არსებობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და გარდაბნის აღკვეთილის პოპულაციების სახით, რომლებიც ერთმანეთისგან მოწყვეტილია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე (8000ჰა) კეთილშობილი ირმის ველური პოპულაციის შეიქმნება, რის შედეგადაც იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა