გენერალურ პროკურატურაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც 25-29 სექტემბერს თბილისში გაიმართება, საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის საორგანიზაციო ჯგუფს შორის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ შეხვედრას, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი, ჰან მორაალი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იანა ჰოლსტ ჰუბნერი, საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ოთხდღიანი კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში გასამართი სესიების და ვორქშოფების თემებს.

თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, 60 ქვეყნის 300 პროკურორი, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან.

საქართველოს პროკურატურა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა