საქართველოს ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მეთიუ ზამიასი და ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკაუტები საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს გაეცნენ. ამასთანავე, დაათვალიერეს ქვეყნის მასშტაბით გადასაღებად საინტერესო ადგილები. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 16-22 სექტემბერს ჩატარდა და სტუმრებს საშუალებას მიეცათ დაეთვალიერებინათ თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში.

„ბევრი ადგილი გადამიღია და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სილამაზით არც ერთ ქვეყანას ჩამოუვარდება. მისი სილამაზისა და მზარდი კინოინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება შემდეგი პროექტის საქართველოში გადაღება“, – აღნიშნა მეთიუ ზამიასმა.

„აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა