პოპულარული იტალიელი ბლოგერი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ცნობილ იტალიელ მოგზაურ ბლოგერს მატეო პელუსის უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურის ფარგლებში, პოპულარული ბლოგერი კახეთს ეწვია, სადაც წინანდალი და თელავი დაათვალიერა. მატეო პელუსი გაეცნო კახურ კულინარიას, დააგემოვნა ღვინო. იტალიელი ბლოგერისთვის მოეწყო ადგილობრივი კერძების მასტერკლასები.

„მატეო პელუსი გასტრონომიისა და ღვინის ტურიზმის შესახებ ბლოგებს ამზადებს, მის გვერდს სოციალურ ქსელში Instagram 1.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, YouTube-ზე 2.5 მილიონი, ხოლო TikTok-ზე 1,8 მილიონი.

კახეთის შესახებ მატეო პელუსის ბლოგებსა და პოსტებს იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნობიან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა