ქუთაისის მერია - სექტემბრის ბოლო დღეებში ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებას უმასპინძლებს

სექტემბრის ბოლო დღეებში ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24 სექტემბერს მეორედ აიღებს სტარტს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 26 სექტემბერს, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისთავის აღსანიშნავად , ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ერთთვიანი ექსპოზიცია გაიმართება, სადაც დიდი მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

„ქუთაისში გრძელდება საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები. წელს მეორედ ვატარებთ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნება. ეს ფესტივალი უკვე თავს იმკვიდრებს მსოფლიო კინოფესტივალებს შორის. 6 დღის განმავლობაში ბევრი ცნობილი რეჟისორი, მსახიობი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელი გვეყოლება ქალაქში სტუმრად.

26 სექტემბერს დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გაიხსნება პეტრე ოცხელის 115 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც ჩვენი საამაყო თანაქალაქელი მხატვრის 100-მდე ნამუშევარი ერთი თვის მანძილზე იქნება გამოფენილი.

ასე რომ, ქუთაისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებზე ვეპატიჟებით“, - აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს