ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების შეხვედრების და ონლაინ დიალოგის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ „ეს შეხვედრები უკონტროლოდ მიმდინარეობს“

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, ბერგჰოფის ფონდის ინიციატივით ეწყობა შეხვედრები და ონლაინ დისკუსიები აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის პირდაპირი დიალოგის მიზნით, მათ შორის, ომის შემდეგ პატიებისა და შერიგების თემაზე.

„ეს შეხვედრები, განსაკუთრებით ონლაინ ფორმატში, მიმდინარეობს უკონტროლოდ და აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების თანხმობის გარეშე და როგორც ჩანს, ხელს უწყობს ქართული პროგრამის რეალიზებას „თანამშრომლობის გზით ჩართულობას“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

არძინბამ აღნიშნა, რომ ბერგჰოფის ფონდს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ოკუპირებულ აფხაზეთში - მას არ გააჩნია არც რეგისტრაცია, ხოლო მისი დამფუძნებელი და პარტნიორია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და სხვა სტრუქტურები, რომლებიც, მისი თქმით, ჩართული არიან აფხაზეთის იზოლაციის პროგრამაში.

არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ მძიმე საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ აქტიურად მართავს შეხვედრებსა და კონსულტაციებს, რომლებზეც ყურადღებით განიხილავს სტაბილურობისთვის არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს და მოწინააღმდეგეებისა და ოპონენტების შესაძლო სცენარებს, რომლებზეც რეაგირება შეიძლება მოხდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს