„თიბისი“ ზუგდიდში ბიზნესფორუმს მასპინძლობს

ზუგდიდში, 25 სექტემბერს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს „თიბისი“ მორიგ ბიზნესფორუმზე ეპატიჟება, რომელიც სასტუმრო „ლეთოში“ გაიმართება.

„თიბისის“ ინფორმაციით, ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეოთხე ფორუმია, რომელიც „თიბისი“ ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე.

გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები, ასევე დაინტერესებული პირები თბილისიდან.

„თიბისიმ“ უკვე ჩაატარა რეგიონული ბიზნესფორუმები გორში, ქუთაისსა და ბათუმში. შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა