„დაზღვევის კავშირი“- ავტოდაზღვევაში ნულოვანი ფრანშიზა - ქართული დაზღვევის „ფატალური“ თავისებურება

დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივნის ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, საცალო დაზღვევის ბესტსელერის - ავტომობილის დაზღვევასთან დაკავშირებით სადაზღვევო ინდუსტრიის მიდგომები ფუნდამენტურად შესაცვლელია. ამის შესახებ ინფორმაციას „დაზღვევის კავშირი“ ავრცელებს.

ნიკოლაძის განმარტებით დაზღვევის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება დამდგარი ზიანის - პირდაპირი ზარალის კომპენსაცია/ანაზღაურებაა და ამასთანავე საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ დაზღვევა ცდილობს პასუხისმგებლობის ნაწილი (თუნდაც მცირე) დამზღვევის მხარეს დატოვოს, რათა ქონების შენარჩუნების ინტერესი სრულიად უგულებელყოფილი ან არასათანადოდ გაცნობიერებული არ აღმოჩნდეს.

„ამ ამოცანას სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო კომპენსაციაში წინასწარგანსაზღვრული თანაგადახდის (ან ფრანშიზის = აუნაზღაურებელი მინიმუმი) გამოყენებით ანიველირებენ. რიგ შემთხვევებში ასეთ სწორ გადანაწილებას ოდნავ რთული - სხვადასხვა შემთხვევაზე სხვადასხვა ოდენობის, თუ დათქმის სახე აქვს ხოლმე. გამომდინარე ზემოთქმული მიდგომებიდან, სრულიად „არასადაზღვევო“ მიდგომაა დღევანდელ ქართულ რეალობაში დამკვიდრებული ნულოვანი ფრანშიზის გამოყენება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საერთო სარგებლობის გზებზე მოძრავი ავტოტრასპორტის სადაზღვევო ხდომილებათა რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია (ანუ ეს დაზღვევა მაღალრისკიანია), ამგვარი „რისკობრივი ინფანტილიზმი“ პრაქტიკულად უფლებამოსილ მძღოლთა სუბიექტური ქცევითი ნორმების დაზღვევას ემსგავსება ყოველგვარი სათანადო თანამონაწილეობის და შედეგების გარეშე.

როგორც დანარჩენ ცივილურ სამყაროში, ჩვენთანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გონივრულად განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამზღვევზე დატოვება. ისეთ მაღალრისკიან დაზღვევის სახეობაში კი როგორიცაა ავტოდაზღვევა (მოძრავი საგნის კომპლექსურრისკიანი გადაადგილება) პასუხისმგებლობის გადანაწლების გარეშე წარმოუდგენელია დაზღვევის ძირითადი მოტივაციის, გნებავთ სადაზღვევო სამართლიანობის შენარჩუნება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ დაზღვევის შეღწევადობის (სადაზღვევო მოცვა) პარამეტრი მხოლოს 7 %-ია და წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება”,- აღნიშნავენ დაზღვევის კავშირში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი