„ალდაგი“ აგრო დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერია

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” აგრო დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია 2022-ის მხარდამჭერია.

“ალდაგის“ ცნობით, კონფერენცია სასტუმრო ბილტმორში, 26-28 სექტემბერს ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები და აგროდაზღვევის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მონაწილეობენ. AgroInsurance International Conference (agroinsconf.com)

„ალდაგისთვის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს მიმართულება აგროდაზღვევაა. წლების განმავლობაში ფერმერებისთვის 24 მილიონ ლარამდე გვაქვს ანაზღაურებული. ალდაგის ნდობის მაჩვენებელი აგრო დაზღვევის მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება. აგრო დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაზიაროთ გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში გვაქვს დაგროვილი და გავაღრმავოთ ურთიერთობები ბაზრის სხვა მოთამაშეებთან,“- აცხადებენ სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“.

„აგროდაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც სადაზღვევო ბაზრის განვითარების მიზნით ტარდება. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები სოფლის მეურნეობის დაზღვევაში, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის საერთაშორისო ბაზრების მიმოხილვა, აგროდაზღვევის პროგრამების ტექნიკური ასპექტები - შემუშავება და ბაზარზე დანერგვა, აგროდაზღვევის პორტფელის მართვისა და ანდერაიტინგის სპეციფიკა, სადაზღევევო კომპანიების ეფექტურობა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ „ალდაგი“ აგროდაზღვევის ბაზარზე წლებია ლიდერობს, როგორც ანაზღაურების ოდენობით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებითა და სერვისებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო