საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ამირან გულუაშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროკურატურასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.

„ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს და ამ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე, ამირან გულუაშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, მომავალში თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა