ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს “პლატფორმის” სახით არსებობის შესაძლებლობას აძლევს

ფინტექების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს "პლატფორმის" სახით არსებობის შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესში.

მათივე ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილებების მთავარ მიზანს არსებული ჩარჩოს გაუმჯობესება წარმოადგენს, რომლის მიხედვით, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მისაწოდებელი ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამური მოცულობის ლიმიტი 3-დან 10 მილიონ ლარამდე იზრდება. აღნიშნული დაეხმარება სესხის გამცემ ორგანიზაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებლების შესახებ მიიღონ უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, ასევე პოტენციურ მსესხებლებსაც გაუმარტივებს სესხის გამცემ ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესს.

„ცვლილებით დადგინდა არასანქცირებული ვალდებულების მინიმალური ნაშთის ოდენობაც, რომლის არსებობის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია არ მიაწოდოს ინფორმაცია საკრედიტო - საინფორმაციო ბიუროს. კერძოდ, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია, არ მიაწოდოს საკრედიტო - საინფორმაციო ბიუროს ინფორმაცია პირის სახელზე არსებული 100 (ასი) ლარის არასანქცირებული ვალდებულების შესახებ. ამასთან, დაზუსტდა ელექტრონული ფორმით მისაღები თანხმობების მიმართ მოთხოვნები.

ცვლილებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ფულადი გზავნილების საერთო ბაზის შექმნის უზრუნველსაყოფად გარკვეული მოთხოვნების დაწესება. კერძოდ, სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მათთან განაღდებული ფულადი გზავნილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, ხოლო, თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებული იქნება პირის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია ასახოს საკრედიტო ან/და სხვა ტიპის ანგარიშისგან დამოუკიდებელ ანგარიშგებაში, რომელზეც წვდომა მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ. აღნიშნული ცვლილება მომხმარებლებს გაუმარტივებს საჭიროებისამებრ სათანადო პერსონალური მონაცემების გაზიარების პროცესს.

ცვლილებები ითვალისწინებს პრაქტიკაში გამოვლენილი რიგი საკითხების დაზუსტებას და შესაბამისი მოთხოვნების დახვეწას, მათ შორის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ბაზებში ინფორმაციაზე წვდომისა და მომხმარებელთა პრეტენზიის მოკვლევის მიმართულებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძე - შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის დაცული და პანდემია არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
არჩილ მორჩილაძე - ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციას და გაუმართლებლად ზრდის დაზღვევის ღირებულებას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
შეზღუდული პერიოდით “სკიო გუდაური” ბინებს არასეზონურ ფასად გაყიდის
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო