ზურაბ აზარაშვილი - გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სოციალურად დაუცველ პირებზე მოხდება ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შეთავაზება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ და ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება და საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

კითხვაზე, თუ რამდენად ხორციელდება ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ დასაქმდნენ კერძო სექტორში, მინისტრმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა აქვს.

„ასეთი ტიპის სამუშაოები პროგრამის მოსარგებლეს ეხმარება დაძლიოს სამუშაოს დაწყების შიში და გადალახოს ყველა ის ბარიერი, რასაც ხანგრძლივი უმუშევრობა წარმოქმნის. ამასთანავე, პირი იძენს უნარებს, სამუშაო გამოცდილებას და აგროვებს სამუშაო სტაჟს. გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სოციალურად დაუცველ პირებზე მოხდება იმ ვაკანსიების შეთავაზება, რომელიც თავისი შინაარსით არ მოითხოვს პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას და იმ დროისთვის ხელმისაწვდომი იქნება ღია შრომის ბაზარზე “, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დასაქმების სააგენტოში, კერძო სექტორიდან შემოსული ვაკანსიების 52% დაბალკვალიფიციური მუშახელისთვის არის განკუთვნილი, საშუალო ანაზღაურება კი 525 ლარს შეადგენს.

მინისტრის თქმით, იმ პირებს, ვისაც ღია შრომის ბაზარზე, შედარებით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე სურთ დასაქმება, სააგენტო პროფესიული გადამზადების კურსებს სთავაზობს.

„დასაქმების სააგენტოში შესული ვაკანსიების 35% მოითხოვს პროფესიულ განათლებას. ასეთ პოზიციებზე, ხელზე ასაღები ანაზღაურება, საშუალოდ 800 ლარს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2500 სოციალურად დაუცველი, დასაქმების შემთხვევაში, თვის განმავლობაში, ჯამურად 2 000 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბიუჯეტში, საშემოსავლო გადასახადის სახით, თვეში, საშუალოდ, ნახევარ მილიონ ლარს გადაიხდის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
Hallo - პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში
ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10-წლიანი პარტნიორობა გრძელდება
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა" გაიმართა
კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“