ზურაბ აზარაშვილი - ვისურვებდი, რომ შემდეგი ინტერპელაციის დროს, უფრო მომზადებული ოპონირება იყოს და ის პარლამენტარები, რომლებმაც შეკითხვები გამომიგზავნეს, ბოლომდე დასწრებოდნენ სხდომას

ვისურვებდი, რომ შემდეგი ინტერპელაციის დროს, უფრო მომზადებული ოპონირება იყოს და ის პარლამენტარები, რომლებმაც შეკითხვები გამომიგზავნეს, ბოლომდე დასწრებოდნენ სხდომას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილი, საკანონმდებლო ორგანოში პარტია „საქართველოსთვის“ და ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით მივიდა. მინისტრმა საზოგადოებრივ სამუშაოებზე, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის მიმდინარეობასა და მიზნებზე ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მხარდაჭერა და შრომის ბაზარზე მათი გააქტიურება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დამსაქმებლებთან და ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა, შესაბამისად, დასაქმების ხელშემწყობ პროგრამაში ჩართულია ნებისმიერი მსურველი, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სტატუსისა.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა