კინომცოდნე თეო ხატიაშვილი წულუკიანის განცხადებაზე - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ავტორიტარიზმისკენაა მიდრეკილი ამბობს, რომ წესრიგს ამყარებს და მხოლოდ კეთილშობილური მიზნები აქვს

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ავტორიტარიზმისკენ არის მიდრეკილი ამბობს, რომ წესრიგს ამყარებს და მხოლოდ კეთილშობილური მიზნები აქვს,- ასე გამოეხმაურა კინომცოდნე თეო ხატიაშვილი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომ „ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ამას ზოგი რეპრესიებს უწოდებს, ორივე „რ“-ზე იწყება და არა უშავს“.

როგორც ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, კულტურის სამინისტრო გასაიდუმლოებული და ჩაკეტილი ორგანიზაციაა, რომლისგანაც ვერანაირ ინფორმაციას ვერ იღებს არა უბრალოდ დაინტერესებული ადამიანი, არამედ სპეციალისტებიც კი.

„თუ ასეთი კეთილშობილური მიზნებით მუშაობს სამინისტრო, რატომ არის ასეთი გასაიდუმლოებული და ჩაკეტილი ორგანიზაცია, რომლისგანაც ვერანაირ ინფორმაციას ვერ იღებს არა უბრალოდ დაინტერესებული ადამიანი, არამედ სპეციალისტები. ეს ეჭვებს ბადებს, ნებისმიერი არაგამჭვირვალე პროცესი ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად კეთდება.

გუშინ თეა წულუკიანმა ახსენა დაკარგული ნახატები, თუნდაც ეს არგუმენტი ადასტურებს იმას, რომ ეს სამინისტრო ტყუილებით მუშაობს, იმიტომ, რომ ამას რამდენჯერმე გაეცა პასუხი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების მხრიდან. გარდა იმისა, რომ საელჩოებშია გატანილი ნახატები, მიმოფანტულია რეგიონების სხვადასხვა მუზეუმებში. თავის დროზე როდესაც გაიტანეს ნახატები, არ იყო სწორად აღრიცხული. მაგრამ ქალბატონი თეა გვაწვდის ისე, რომ ნახატები დაკარგულია“, - განაცხდა ხატიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს