თბილისში გაიმართება ევროპის ღია ჩემპიონატი პარაწოლჭიმში

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში გაიმართება ევროპის ღია ჩემპიონატი პარაწოლჭიმში, რომელიც პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო ტურნირია. ჩემპიონატი 24-29 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის ევროპის ღია ჩემპიონატში 31 ქვეყანა, 300 პარასპორტსმენი და დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

„24 სექტემბერს, 16:15-საათზე გაიმართება გახსნის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, პარა წოლჭიმის მსოფლიო ფედერაციის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა