თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართული ჯანდაცვის კიდევ ერთი აღიარება მოხდა

20 სექტემბერს, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დღეებში გაიმართა ჰეპატიტების ელიმინაციის გაეროს ქარტიის/მეგობართა ჯგუფის დაფუძნების საინიციატივო ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ძირითადი ორგანიზატორები იყვნენ ატლანტის ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის იდეის ერთ-ერთი ინიციატორი John Ward და ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში (C ჰეპატიტზე კვლევებისათვის), ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIH/NIAID) პროფესორი Harvey J. Alter.

„პროფესორი John Ward იყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ხელმძღვანელი ამერიკის CDC-ს მხრიდან. გაეროს ქარტიის/მეგობართა ჯგუფის მიზანია მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის, როგორც გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობა, მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყნების გამოცდილების სხვა ქვეყნებისათვის გაზიარების გზით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროსა და ჯანმოს წარმომადგენლები და 20-ზე მეტი ქვეყნის ჯანდაცვის ხელმძღვანელები.

საქართველო აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაზე მიწვეული იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ლიდერი ქვეყანის სტატუსით (“Georgia is now a global leader in hepatitis C elimination”). საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ზურაბ აზარაშვილი. მინისტრთან ერთად ქ. ნიუ იორკში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ბატონი გიორგი ენუქიძე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი აკაკი აბუთიძე.

ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა შეხვედრაზე გააკეთა ვრცელი მოხსენება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელის შესახებ, სადაც დამსწრეთ გააცნო საქართველოს გამოცდილება, ძირითადი მიღწევები და გამოწვევები. მოხსენებამ შეხვედრის მონაწილეების დიდი ინტერესი და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყანა და მისი გამოცდილება დიდად დაეხმარება სხვა ქვეყნებს ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემასთან ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 80 ათასამდე ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი. არცერთ სხვა ცალკე აღებულ ჯანდაცვით პროგრამას (მხედველობაში არა მაქვს საყოველთაო ჯანდაცვა) არ გადაურჩენია ამდენი ადამიანის სიცოცხლე. ბატონ ზურაბ აზარაშვილს აგრეთვე წილად ხვდა დიდი პატივი სპეციალური მიმართვით მიემართა მსოფლიო ქვეყნებისათვის და მოეწოდებინა შეერთებოდნენ გაეროს ქარტია/მეგობართა ჯგუფს და გააერთიანებინათ ძალისხმევა C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში. შეხვედრაზე გადაწყდა ჰეპატიტების ელიმინაციის გაეროს ქარტიის/მეგობართა ჯგუფის ოფიციალურად დაფუძნება“, - აცხადებს ცერცვაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის