რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - დასავლეთის მუქარა არ შეცვლის რუსეთის მიზნებსა და ამოცანას

ევროკავშირის ან სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან არანაირი მუქარა არ შეცვლის რუსეთის გადაწყვეტილებას, განახორციელოს„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი და ამოცანები. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ევროკავშირის, ან სხვა დასავლური ქვეყნების მუქარა არ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას, განვახორციელოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი და ამოცანები და უზრუნველვყოთ რუსეთის მოსახლეობის დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რეფერენდუმი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში, სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და წარმოადგენს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ლეგიტიმური უფლებების რეალიზებას თვითგამორკვევის საკითხში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია