ირაკლი ღარიბაშვილი - ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისმიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია.

"ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი.ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია",-წერს პრემიერ-მინისტრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა