რუსთავში რუსთავქალაქობა 2022-ის აღსანიშნავად ემზადებიან

რუსთავში რუსთავქალაქობის აღსანიშნავად ემზადებიან. რუსთავის მერიის ინფორმაციით, 25 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ გამზირზე, კლასიკური ქართული მუსიკის კონცერტი ჩატარდება. დღესასწაულის მთავარი სტუმარი კი ქართული ესტრადის ცოცხალი ლეგენდა - ნანი ბრეგვაძე იქნება, რომელიც რუსთავში კონცერტს პირველად გამართავს.

კოვიდპანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ რუსთავქალაქობა წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

„25 სექტემბერს გავერთიანდებით ყველა თაობის წარმომადგენელი და ქალაქში ვუმასპინძლებთ ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძეს. საღამოს რვა საათზე ყველას ველოდებით კოსტავას გამზირზე, მე დარწმუნებული ვარ დაუვიწყარი საღამო გველის წინ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავქალაქობა 2022-ს, რუსთაველებს, ქართული ესტრადის სამი თაობა- ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე ნატალია ქუთათელაძე, თეატრალურის კვარტეტი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით მიულოცავენ. საზეიმო ღონისძიებას კი ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება. რუსთავქალაქობა ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ